“სამეფო კარის თამაშების“ ახალი, რიგით მე-7 სეზონი, რომლის პრემიერაც 16 ივლისს იგეგმება, წინა სეზონებისგან სერიების ხანგრძლივობით იქნება განსხვავებული.
პროექტის შოურანერის განცხადებით, მე-7 სეზონის ორი სერია ერთ საათზე მეტი ხანგრძლივობის იქნება, ხოლო ბოლო ეპიზოდის დრო მინიმუმ საათნახევარი იქნება, რაც შეეხება ყველაზე მოკლე სერიას, მისი ქრონომეტრაჟი 50 წუთი იქნება.
სხვა დეტალები ახალ სერიებზე ამ დროისთვის არ ხმაურდება.