სერიალ „სამეფო კარის თამაშების“ არნახული წარმატების შემდეგ, მისმა შემქმნელებმა სრულმეტრაჟიანი ფილმის გადაღება გადაწყვიტეს. ამის შესახებ წიგნის ავტორმა, ჯორჯ მარტინმა განაცხადა, რომელიც სერიალს საფუძლად დაედო.
ცნობილია, რომ ფილმის სცენარს სერიალის სცენარისტები დაწერენ. „პროექტი ნამდვილად იქნება, თუმცა, გადაღებებში მონაწილეობას მე არ მივიღებ“ – განაცხადა ჯორჯმა.
მისივე განცხადებით, ის სერიალისთვის კიდევ ორ წიგნზე მუშაობს. თაყვანისმცემლები კი მოუწოდებენ, რომ მალე მორჩეს.