HBO-მ Heritage Auctions-თან ერთად სერიალ „სამეფო კარის თამაშებისადმი“ მიძღვნილი აუქციონი ჩაატარა და საკმაოდ საინტერესო ლოტებიც გაყიდა. ამის შესახებ CNN წერს.
აუქციონში მონაწილეობა 4,5 ათასმა ადამიანმა მიიღო და მთლიანობაში 900-ზე მეტი ნივთი გაიყიდა. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ყველა ნივთი ორიგინალი იყო, ზუსტად ის რომელიც გადასაღებ მოედანზე გამოიყენებოდა.
აუქციონის საერთო შემოსავალმა 21 მილიონი დოლარი შეადგინა.
როგორც სპეციალისტები ვარაუდობდნენ, ყველაზე ძვირადღირებული ლოტი ცნობილი რკინის ტახტი აღმოჩნდა, ტახტის მოსაპოვებლად ვაჭრობა 6 წუთი გაგრძელდა და საბოლოოდ ის უცნობმა კოლექციონერმა 1,49 მილიონ დოლარად იყიდა. რეკვიზიტი პლასტმასისგანაა დამზადებული, მეტალის საღებავითაა შეღებილი და ქვებით გაფორმებული.
აღსანიშნავია, რომ აუქციონზე გაიყიდა ასევე ჯონ სნოუს ხმალი, რომელშიც 400 ათასი დოლარი გადაიხადეს, ღამის გუშაგის კოსტუმი – 337,5 ათას დოლარად. ასევე ლანისტერების და სტარკების კოსტიუმები, აბჯარი.