LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“სამეფო კლუბმა” ისტორია გადაწერა

113

მადრიდის “რეალმა” ჩემპიონთა ლიგა მოიგო. სამეფო კლუბმა გუშინ გამართულ ფინალში “იუვენტუსს” 1-4 სძლია და მეთორმეტედ გახდა ყველაზე პრესტიჟული ტურნირის გამარჯვებული, რაც სარეკორდო მაჩვენებელია. ზინედინ ზიდანის ხელმძღვანელობით “რეალმა” შეძლო იმის გაკეთება,რაც ადრე არავის გამოსდიოდა- გუნდმა ჩემპიონთა ლიგა ზედიზედ ორჯერ მოიგო.

ფინალის გამორჩეული ფიგურა, რასაკვირველია კრისტიანო რონალდო იყო,რომელმაც დუბლი შეასრულა. აღსანიშნავია,რომ წელს ლა ლიგისა და ჩემპიონთა ლიგის მოგებით პორტუგალიელი ძალიან მიუახლოვდა კარიერაში მორიგ ოქროს ბურთს.

3 ივნისი, 2017 წელი

უელსი,კარდიფი, ”მილენიუმი”

უეფას ჩემპიონთა ლიგა, ფინალი

 ”იუვენტუსი” – ”რეალი”  1:4 

გოლები: კრისტიანო რონალდო  20 ‘(0:1);

მარიო მანჯუკიჩი 27′ (1:1);

კაზემირო 61′ (1:2);

კრისტიანო რონალდო 64′ (1:3);

მარკო ასენსიო 90’ (1:4)

შემადგენლობები:

”იუვენტუსი” : ბუფონი, ბარძალი (კვადრადო 66′), ბონუჩი, კიელინი, ალვეში, პიანიჩი(მარკიზიო 71′), ხედირა, ალექს სანდრო, დიბალა(ლემინა 78′) ,მანჯუკიჩი, იგუანი

მთავარი მწვრთნელი: მასიმილიანო ალეგრი (იტალია)

 ”რეალი” : ნავასი, კარვახალი, რამოსი, ვარანი, მარსელო,კროოსი (მორატა 89′ ), კაზემირო, მოდრიჩი, ისკო (ასენსიო 82′) , ბენზემა (ბეილი 77′) , რონალდო

 მთავარი მწვრთნელი: ზინედინ ზიდანი (საფრანგეთი)

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები