LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სამეფო კლუბმა სამეფო პრემია მიიღო

67

მას შემდეგ, რაც მადრიდის “რეალმა” 6 ტიტული მოიპოვა, ფეხბურთელებს პრემიის სახით 2 მილიონი ევრო დაერიცხათ, ეს ყველაფერი 2017 წელს.

ეს გახლავთ პრემიის სახით გაცემული ყველაზე დიდი თანხა, 1957/58 სეზონის შემდეგ (1,5 მილიონი ევრო).

2017 წელი არნახულად წარმატებული აღმოჩნდა „სამეფო კლუბისთვის“ – ევროპისა და ესპანეთის სუპერთასი, და ახლახან საკლუბო მსოფლიო ჩემპიონატის მოგება.

სამი ტურნირი, რომელშიც გუნდი ჯერ თამაშობს: ლა ლიგა, ესპანეთის თასი და და ჩემპიონთა ლიგა. გამარჯვების შემთხვევაში ფეხბურთელები ბუნებრივია დამატებით თანხას კიდევ მიიღებენ.

“რეალის” პრეზიდენტი მოთამაშეებსა და პერსონალს დაპირდა, რომ ჩემპიონთა ლიგის მოგების შემთხვევაში ბონუსი 500 ათასი ევროთი გაიზრდება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g