LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სამეფო ოჯახის პირველი  სააღდგომო მსვლელობა ქეითის გარეშე – სიმსივნესთან მებრძოლი პრინცესა წირვაზე არ გამოჩენილა

251
მეფე კარლი

პირველად სამეფო ოჯახის ისტორიაში, ქეით მიდლტონი და პრინცი უილიამი სააღდგომო წირვას და სპეციალურ მსვლელობას ვერ დაესწრნენ. მიზეზი უელსის პრინცესას ავადმყოფობა, ის ახლა ქიმიოთერაპიის კურსს გადის და თავს შეუძლოდ გრძნობს. წირვაზე პირველი გამოჩნდა მეფე კარლი, რომელიც თავად სიმსივნეს ებრძვის და დედოფალი კონსორტი კამილა, ასევე ედინბურგის ჰერცოგი ედვარდი და მისი მეუღლე, პრინცესა ანა, პრინცი ენდრიუ და სარა ფერგიუსონი.

მეფე კარლი უინძორის სასახლეში მდებარე ტაძრისკენ მიმავალ გზაზე მხნედ გამოიყურებოდა, მას უამრავი გულშემატკივარი შეეგება. მწვანე კაბასა და შლაპაში იყო გამოწყობილი დედოფალ კონსორტი, კამილა.

სამეფო ოჯახის გულშემატკივრებმა მეფისა და სამეფო ოჯახის წევრების ამ მსვლელობას სევდიანი სააღდგომო მსვლელობა უწოდეს, რადგან პირველად მოხდა, რომ ქეით მიდლტონი ამ მსვლელობას ვერ დაესწრო.

მიუხედავად მძიმე ფონისა, სამეფო ოჯახის წევრები ცდილობდნენ მხნეობა შეენარჩუნებინათ. 

,,გაუგზავნეთ ჩვენი სიყვარული ქეითს“ – დედოფალ კამილას ხალხი უელსის პრინცესას მხარდამჭერი პლაკატებით დახვდა

ქეით მიდლტონს სიმსივნის დიაგნოზი დაუსვეს – უელსის პრინცესა ვიდეომიმართვას ავრცელებს

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები