უიმბლდონის ფინალს, სადაც ერთმანეთს როჯერ ფედერერი და მარინ ჩილიჩი დაუპირისპირდნენ, უამრავი ცნობილი სახე დაესწრო. მათ შორის იყვნენ სამეფო ოჯახის წარმომადგენლები – პრინცი უილიამი და ქეით მიდლტონიც. წყვილი ჩოგბურთის დიდი თაყვანისმცემელია და ისინი თითქმის არცერთ მნიშვნელოვან თამაშს არ ტოვებენ.
სპეციალურად თამაშისთვის ქეითმა ყვავილების პრინტით გაწყობილი თეთრი საზაფხულო კაბა შეარჩია. პრინცმა კი უპირატესობა ოფიციალურ სტილს მიანიჭა.
ცნობილი ცოლ-ქმარი დიდი ინტერესით ადევნებდა თვალ-ყურს თამაშს. შეგახსენებთ, რომ ამ დღეებში სტარტს აიღებს მათი ევროპული ტურნეც, რომლის ფარგლებშიც ქეითი და უილიამი ორივე შვილთან ერთად გერმანიასა და პოლონეთს ესტუმრებიან.
რაც შეეხება უიმბლდონს, მას სხვა ცნობილი სახეებიც სტუმრობდნენ – ბრედლი კუპერი, ედი რედმეინი, ენდრიუ გარფილდი, ჰიუ გრანტი და სხვები.
შეგახსენებთ, რომ ტურნირის გამარჯვებული ფედერერი გახდა, რომელმაც ყველაფერთან ერთად რეკორდიც დაამყარა და უიმბლდონის რვაგზის გამარჯვებული გახდა.