LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჩოგბურთი სახურავზე – როჯერ ფედერერმა თინეიჯერ ფანებს სიურპრიზი მოუწყო

166
roger-federer-tennis-italy-lockdown-rooftop-girls-surprise

აპრილში, როდესაც იტალიის მთელ ტერიტორიაზე კარანტინი იყო გამოცხადებული, სოციალური ქსელები 11 წლის კაროლას და 13 წლის ვიტორიას ვიდეომ მოიცვა. მეგობრებს შეხვედრა აკრძალული ჰქონდათ, ამიტომ ისინი თავისი სახლების სახურავებზე ადიოდნენ და ჩოგბურთს ასე თამაშობდნენ.

ვიდეო როჯერ ფედერერმაც ნახა, რომელმაც გადაწყვიტა გოგონებისთვის სიურპრიზი მოეწყო და მათ მშობლიურ ქალაქში, ფინალე ლიგურეში ესტუმრა.

მოზარდების გაოცებას საზღვარი არ ჰქონდა, როდესაც თავიანთი საყვარელი მოთამაშე დაინახეს. ფედერერმა გოგონებს სახურავებზე ჩოგბურთის თამაში შესთავაზა და შედგა მატჩი, რომელიც კაროლას და ვიტორიას მთელი ცხოვრება ემახსოვრებათ. შეხვედრის შემდეგ როჯერმა თინეიჯერები ლანჩზე დაპატიჟა და წარმატებები უსურვა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები