შაბათს, სამეფო ოჯახის წარმომადგენლებმა დედოფალ ელისაბედ მეორისა და პრინც ჩარლზის ახალი ოფიციალური ფოტო გაავრცელა. მასზე მომღიმარი პრინცი და, როგორც ყოველთვის, მკაცრი დედოფალი არიან გამოსახულები. ელისაბედ მეორე მოოქროვილ სკამზე ზის, ცისფერი კაბა აცვია, ყელზე კი მარგალიტის მძივი უკეთია.
ფოტოს ავტორი ნიკ ნაიტია, რომელმაც აღნიშნული პორტრეტი ჯერ კიდევ მაისში, დედოფალის დაბადების დღისთვის გადაიღო. შეგახსენებთ, რომ ელიზაბეტ მეორეს აპრილში 90 წელი შეუსრულდა.