სამეფო უბნის თეატრი სცენას უბრუნდება სპექტაკლით „მსახურთა შემოდგომა“, რომლის პრემიერაც 25,26 და 27 ივნისს არის ჩანიშნული. ავტორი და რეჟისორი ნინო ხარატიშვილი გახლავთ. თარგმანი: ანა კორძაია-სამადაშვილისა.
სცენოგრაფია: იულია ბ. ნოვიკოვა
კოსტიუმები: გუნა მაიერი, ნინო ნუცა ჭყონია, ავთანდილ მოდებაძე
გრიმი: ანუკა მურვანიძე
მონაწილეობენ: ნინო ბურდული, ნატუკა კახიძე, ნატა მურვანიძე
პირქუში, მიტოვებული სასახლე. გარეთ სამოქალაქო ომი მძვინვარებს. გენერალი – ქვეყნის პირველი პირი და ამ სახლის ბატონი – გაქცეულია. ყველამ თავს უშველა, სამი მსახურის გარდა: მზარეული რინა, მოახლე კაელა და ხელის გოგო ლუსი მარტო დარჩნენ. მიუხედავად რინას და კაელსა მცდელობისა, ომი მაინც იჭრება დახშულ ფანჯრებსა და ჩარაზულ კარებში, შეაღწევს სამყაროსგან მოწყვეტილი ქალების გონებაში. კაელასა და რინას შორის ძალაუფლებისთვის ბრძოლაში ლუსი სათამაშოდ გადაიქცევა; მეტოქეები არ ერიდებიან არავითარ შეურაცხყოფასა და დამცირებას ერთმანეთის გასატეხად. უსაფრთხო და დაცული ადგილი, სახლი, თანდათან ემსგავსება ბრძოლის ველს, საიდანაც თავის დაღწევა სულ უფრო და უფრო შეუძლებელი ხდება.
სპექტაკლი იმართება კონრად ადენაუერის ფონდის სამხრეთ კავკასიის წარმომადგენლობისა და საქართველოს გოეთეს ინსტიტუტის მხარდაჭერით.
ბილეთები იყიდება სამეფო უბნის თეატრის სალაროსა და ვებ-გვერდზე: Biletebi.ge.
ფოტო: გიკა მიქაბაძე