LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სამეფო წყვილმა ბრიტანელ „ოსკაროსნებს“ უმასპინძლა

97

პრინცი ჩარლზი და კამილა პარკერ-ბოულზი სენთ-ჯეიმსის სასახლეში ბრიტანელ ოსკაროსნებს შეხვდნენ. სამეფო წყვილმა ლეგენდარული მსახიობებისთვის საგანგებო მიღება მოაწყო და მათ საზეიმო ვითარებაში უმასპინძლა.

მოწვეულ ბრიტანელ მსახიობებს შორის, ვინც სხვადასხვა დროს გახდა ოსკარის მფლობელი, იყვნენ კინოს სამყაროს ყველაზე კაშკაშა ვარსკვლავები. მათ შორის კოლინ ფერტი, ჯუდი დენჩი, მეგი სმიტი, ემა ტომსონი და სხვები. აღსანიშნავია, რომ წვეულებაზე მიწვეული იყვნენ ის ადამიანებიც, რომლებიც კადრს მიღმა მუშაობენ, თუმცა უდიდესი როლი აქვთ კინოინდუსტრიის განვითარებაში. წვეულების ბოლოს სტუმრებმა და მასპინძლებმა სამახსოვრო ფოტოც გადაიღეს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g