სახელმწიფო რწმუნებული სამეგრელო-ზემო სვანეთში, ლევან შონია, ჭუბერში ვითარების გასარკვევად მიდის. როგორც “ფორტუნას” მის პრესსამსახურში განუცხადეს, არსებული ინფორმაციით, მდინარე ნენსკრას ადიდების შედეგად წაღებულია რამდენიმე ხიდი. მსხვერპლთან დაკავშირებით კი, სახელმწიფო რწმუნებულის აპარატში ინფორმაციას არ ფლობენ.
“გუბერნატორი საქმის ვითარებას ადგილზე შეისწავლის და სამოქმედო გეგმასაც ამის შემდეგ დავსახავთ,” – აცხადებენ გუბერნატორის აპარატში.
შეგახსენებთ, რომ ჭუბერში, მთა ჩამოიშალა, რის შედეგადაც მდინარე ნენსკრა ადიდდა. ჭუბერის თემის რწმუნებულის ინფორმაციით, 10 თემი და ჭუბერის მთელი ხეობა გარესამყაროსაა მოწყვეტილი.