ბარბარე ჯანაშია გადაცემას „დღის პოსტი“ სტუმრობდა, სადაც პატარა მომღერალმა და მომავალმა მსახიობმა ზაფხულის არადეგებზე, სამეგრელოში გატარებულ დღეებზე ისაუბრა.
აღსანიშნავია, რომ ბარბარე ახალი იმიჯით გამოჩნდა ეკრანზე. უსაყვარლესმა გოგონამ აღნიშნა, რომ ზაფხულის ცხელი დღეები მშობლიურ კუთხეში, ფოთში, სანაპიროზე გაატარა.
„ძალიან მიყვარს ზღვა, წყალში რომ ჩავდიოდი, ნაპირზე არ ამოვდიოდი. იქ ყველა მეკითხებოდა, დამღლელია პოპულარობა? ფოთში ძალიან დიდი სიყვარული ვიგრძენი, მცნობდნენ, ფოტოებს იღებდნენ ჩემთან. ეს ძალიან სასიამოვნო პროცესია.
ძალიან მიყვარს მეგრული სამზარეულო, ღომი, ელარჯი.. სამეგრელოში ისეთი კერძი არ არის რომელიც არ უნდა გიყვარსეს“, – აღნიშნა ბარბარემ.
ბარბარე ჯანაშიამ ეთერში ახალი სიმღერაც იმღერა. როგორც მან აღნიშნა, მისი ოცნებაა ბევრ წარმატებას მიაღწიოს, გახდეს ჰოლივუდის მსახიობი. ისწავლოს კერვა და მისი სურვილია თავისი შეკერილი ტანსაცმლით გამოვიდეს სცენაზე.
ვიდეო: „უნიჭიერესი! ვარსკვლავად ხარ დაბადებული“ – ბარბარე ჯანაშიას საოცარი შესრულება