LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სამეგრელოში ლოკოკინების ფერმა იყიდება: „ახლა მივხვდით, რომ რთული საქმეა“

433
faba6fc5efe9244f4a05a5c20b3c1d64-XL

სამეგრელოში, აბაშაში 3 ჰექტარზე გაშენებული ლოკოკინების ფერმა სახელწოდებით „აისბერგი“ 1 მილიონ ლარად იყიდება. როგორც ფერმის თანამფლობელი სოსო კაჭარავა “ბიზნესპარტნიორთან” აცხადებს, ამის მიზეზი რამდენიმეა, მათ შორის: აღნიშნულ სფეროში არასაკმარისი განათლება/გამოცდილება.

„ჩვეულებრივად ვმუშაობდით წელიწად-ნახევარი, ჩვენი დაიკუმბატორული ლოკოკინები ადგილობრივ ბაზარზე იყიდებოდა, სხვადასხვა ფერმას მიჰყავდა. ახლა მივხვდით, რომ რთული საქმეა, ჩვენს კომპანიას აქვს ნაყინის მწარმოებელი კომპანიაც, შესაბამისად, მივხვდით, რომ ვერ მივხედავთ ისე, როგორც საჭიროა. ამას სხვანაირი გამოცდილება სჭირდება,“ – აცხადებს კაჭარავა.

ცნობისთვის, ლოკოკინების წარმოება საკმაოდ ახალი ხილია ქართული ბაზრისთვის. ეს დარგი მაღალი პერსპექტიულობით გამოირჩევა და ამ მიმართულებით ჩვენს ქვეყანაში უკვე საქმიანობს რამდენიმე კომპანია. საქართველოში წარმოებული ლოკოკინები კი ექსპორტზე აქტიურად გადის იტალიაში.

თუ მაღალშემოსავლიანი საქმის დაწყება გსურთ – საქართველოში ლოკოკინების ფერმის მოწყობაში დაგეხმარებიან

ქართული ფერმა იტალიაში 45 ტონა ლოკოკინას ექსპორტზე გაიტანს

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები