LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სამეგრელოში რუსული ოკუპაციის წინააღმდეგ საპროტესტო აქცია გაიმართა

132
BeFunky-collage - 2020-05-29T161930.875

სამეგრელოში რუსული ოკუპაციის წინააღმდეგ საპროტესტო აქცია გაიმართა. სამოაქლაქო აქტივისტებმა ე.წ. საღზვართან ქართული ეროვნული დროშა მიიტანეს და კიდევ ერთხელ გააპროტესტეს ბორდერიზაცია, რომელიც განსაკუთრებით ბოლო დღეების განმავლობაში გააქტიურდა.

მოძრაობა “ხმას” წევრებმა სოფელ ფახულანში აქციის დროს განაცხადეს, რომ ოკუპანტი რუსეთის მხრიდან საქართველოს ტერიტორიების მიტაცების პროცესი უკავშირდება დასავლეთიდან ჩვენი ქვეყნის მიმართ მხარდაჭერის გაძლიერებას. მშვიდობიანი აქცია სიმბოლურად დე ფაქტო რეჟიმის მიერ მოწყობულ საგუშაგოსთან ახლოს გაიმართა.

“ჩვენ ამ აქციით ვაპროტესტებთ რუსულ ოკუპაციას. რუსეთი ადრე შიდა ქართლში აქტიურობდა, ახლა აფხაზეთშიც გააქტიურდა და სამეგრელოს ტერიტორიების ბორდერიზაცია დაიწყო. ჩემი აზრით, ეს გამოწვეულია იმ განცხადებებით, რასაც ევროკავშირის ქვეყნები აკეთებენ. ჩვენ დავანახებთ ყველას, რომ არ დავთმობთ ტერიტორიებს და ამისთვის აუცილებელია სამოქალაქო აქტივიზმის გაძლიერება. ჩვენ აუცილებლად დავიბრუნებთ აფხაზეთს, მაგრამ ეს არ იქნება ომით, არამედ ეს იქნება მშვიდობიანად” – აცხადებს სამოქალაქო მოძრაობის ერთ-ერთი წევრი.

შეგახსენებთ, რომ ბორდერიზაციის პროცესი ხურჩა-ნაბაკევის საოკუპაციო ხაზთან 20 მაისს განახლდა, მანამდე კი მავთულხლართები წალენჯიხის სოფელ ფახულანის მოსაზღვრე ოკუპირებულ საბერიოში გაავლეს.

magti 5g