LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სამგორის რაიონსა და ფონიჭალას წყლის მიწოდება შეუწყდებათ

74

კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი”, დღეს საღამოდან გადაუდებელ ტექნიკურ სამუშაოებს განახორციელებს. კერძოდ, სამგორის რაიონში, დასახლება საგური ველის მიმდბარედ გამავალ წყალსადენის 900 მმ-იან მაგისტრალზე, კომპანია დაზიანების სალიკვიდაციო სამუშაოებს ჩაატარებს.

ამ მიზნით, დღეს, საღამოს 22:00 საათიდან ხვალ, 9 დეკემბრის 22:00 საათამდე წყალმომარაგება შეუწყდება სამგორის რაიონის ქუჩებისა და დასახლებების ნაწილს. აგრეთვე, ზემო და ქვემო ფონიჭალასა და კრწანისის რაიონის რამდენიმე დასახლებას.

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ შექმნილი დისკომფორტისთვის ბოდიშს უხდის მომხმარებლებს და შეეცდება სამუშაოების ჩატარება შესაძლებლად მოკლე დროში დაასრულოს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g