LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სამგორში შშმ პირთათვის ელექტროპანდუსები ეწყობა

92
შშმ

შშმ პირთათვის ადაპტირებული გარემოს შექმნის მიზნით, სამგორის რაიონის გამგეობა, სხვადასხვა პროექტს ასრულებს. ელექტროპანდუსების მოწყობა ხუთ მისამართზე მიმდინარეობს, ხოლო სამ საცხოვრებელ კორპუსში სამუშაოები უკვე დასრულდა.

ახლადმოწყობილი ელექტროპანდუსები სამგორის რაიონის გამგებელმა, კახა სამხარაძემ დაათვალიერა.

პროექტი ეტლით მოსარგებლე შშმ პირების მიერ დამოუკიდებლად სარგებლობისთვის, სპეციალური დახრილკუთხოვანი გადაადგილებადი პლატფორმის მოწყობას ითვალისწინებს. მისი განხორციელებისთვის სამგორის გამგეობის ბიუჯეტიდან 177 660 ლარი გამოიყო.

სამუშაოებს გამგეობის კონტრაქტორი კომპანია ”ნეოტეკი” ახორციელებს.

აღსანიშნავია, რომ ელექტროპანდუსების მოწყობა დასრულდა ვარკეთილის მეორე მიკრორაიონის N24 და N26 კორპუსებში. ასევე, ვარკეთილის მესამე მიკრორაიონის N319კ კორპუსში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები