LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სამი ჭრილობა გულმკერდის არეში აქვს მიყენებული, დაზიანებულია ფილტვი. მდგომარეობა სტაბილურია: ალადაშვილის კლინიკა დაჭრილ ტურისტზე

203
1

ტურისტი, რომელიც “ღირსების მარშის” მოწინააღმდეგეებმა ხეთაგუროვის ქუჩაზე დაჭრეს, ალადაშვილის კლინიკაშია მოთავსებული.

ტურისტის განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით, თბილისში ცხელ კვალზე ერთი პირი დააკავეს

როგორც IPN-თან საუბრის დორს, ალადაშვილის კლინიკაში განმარტავენ, ტურისტს დაზიანებები გულმკერდის არეში აქვს მიყენებული, რის გამოც, დაზიანებულია ფილტვი.

მათივე განცხადებით, პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა.

შეგახსენებთ, შემთხვევა დრეს მოხდა.

თბილისში ტურისტს მამაკაცი თავს დაესხა. გავრცელებული ინფორმაციით, თავდამსხმელმა მას დანა ორჯერ დაარტყა.

მომხდართან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა შინაგან საქმეთა სამინისტრომაც, რომელშიც აღნიშნულია, რომ მიმდინარე წლის 5 ივლისს, თბილისში, კ. ხეთაგუროვის ქუჩაზე გ.ხ. უცხო ქვეყნის მოქალაქე ჯ.კ.-ს, მოულოდნელად თავს დაესხა და ცივი იარაღით სხეულის დაზიანება მიაყენა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g