ცოტა ხნის წინ, კენსინგტონის სასახლის ოფიციალურ გვერდზე ქეით მიდლტონის ახალი პორტრეტი განთავსდა, რომელიც ჰერცოგინიას 40 წლის იუბილეს დაემთხვა. ფოტოებზე ქეითი სამი ეპოქის დედოფალს განასახიერებს. განსაკუთრებული ყურადღება მიიქცია პირველმა ფოტომ, რომლის ავტორი იტალიელი ფოტოგრაფი, პაოლო როვერსია.
ფოტოზე მიდლტონი რეტრო სტილის კაბაშია გამოწყობილი. სწორედ ისეთ კაბაში, როგორიც ერთ დროს დედა დედოფალს, მარგარეტს ეცვა. დედოფალ მარგარეტის ოფიციალური ფოტო, რომელიც ქეითის პორტრეტის ანალოგია, 1939 წლით თარიღდება და ქეითის ეს ჟესტიც მის საპატივცემულო ნაბიჯად იქნა აღქმული. ამავე ფოტოს აიგივებენ დედოფალ ელისაბეთის 1945 წლის პორტრეტთან, სადაც ასეთივე სადღესასწაულო კაბაში გამოწყობილი ელისაბეთია გადაღებული.






