LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“სამი დღე სიზმარში ვხედავდი, რომ იხრჩობოდა” – შაქარაშვილის მკვლელობაში ბრალდებული რევაზიშვილი

556
shaqarashvili

შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებული ნიკოლოზ რევაზიშვილი თანასაკნელ კობა ჩიტიძესთან საუბრისას იხსენებს იმ დროს, როცა გიორგი შაქარაშვილი დაკარგულად მიიჩნეოდა.

მისი თქმით,  სამი დღის განმავლობაში ესიზმრებოდა, როგორ იხრჩობოდა გიორგი შაქარაშვილი მდინარეში.

საკანში გადაღებული ნიკოლოზ რევაზიშვილისა და კობა ჩიტიძის საუბარი „მთავარმა“ გაავრცელა.

„მეცოდება ეგეთი სიკვდილისთვის… კაცს წყლის ეშინოდა და წყალმა მოკლა, რომ წარმომიდგენია როგორი სიკვდილით არის მკვდარი, პირველი სამი დღე სიზმარში ვხედავდი, რომ იხრჩობოდა“ – ამბობს ჩანაწერში ნიკოლოზ რევაზიშვილი.

ცნობისთვის, რამდენიმე დღის წინ გავრცელდა ნიკა ჩიტიძის სკანდალური ჩვენება, სადაც ნიკოლოზ რევაზიშვილის თანამესაკნე ჰყვებოდა, როგორ მოკლეს გიორგი შაქარაშვილი.

სკანდალური ჩვენება: როგორ მოკლეს გიორგი შაქარაშვილი 

ჩიტიძის ადვოკატმა მოგვიანებით განაცხადა, რომ იმ საუბრის ვიდეოჩანაწერიც არსებობს, რომელიც ჩვენებაშია.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g