LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„სამი დღეა ადამიანებს არბევთ, ბავშვებს სცემთ, საკუთარი „ვაგნერის“ ჯგუფები შექმენით, ზონდერები მიუგზავნეთ.. ამ კანონს არ მიგაღებინებთ!“ – სერგო ჩიხლაძე და ბეჟან წაქაძე ერთმანეთს სიტყვიერად დაუპირისპირდნენ

173
სიტყვიერი დაპირისპირება პარლამენტთან

ოპოზიციური პარტია „სტრატეგია აღმაშენებლის“ ერთ-ერთი ლიდერი, სერგო ჩიხლაძე და „ქართული ოცნების“ დეპუტატი ბეჟან წაქაძე პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე ერთმანეთს სიტყვიერად დაუპირისპირდნენ.

დეპუტატებს შორის დაპირისპირება ჟურნალისტებთან „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის კანონპროექტზე“ საუბრისა და მის გარშემო განვითარებულ მოვლენებზე საუბრის დროს მოხდა.

„ამერიკის შეერთებულ შტატებს ეს არ უნდა ეთქვა. აშშ-მ შეურაცხყოფა მოგვაყენა, გვეუბნება, რომ დაგელაპარაკები მხოლოდ მაშინ, თუ რაღაცას გააკეთებთო. წინაპირობის გარეშე უნდა დაჯდეს და დაგველაპარაკოს“, – უთხრა დაპირიპსირების დროს ბეჟან წაქაძემ სერგო ჩიხლაძეს.

საპასუხოდ ჩიხლაძემ წაქაძეს მიმართა:

„ქართულ ოცნებას“ არ გრცხვენიათ? უნდა გრცხვენოდეთ, საერთოდ თავს როგორ ყოფთ გარეთ? თქვენ ვეღარ იქნებით ხელისუფლებაში, საერთოდ არ უნდა გამოჩნდეთ ხალხში, მოღალატე კანონს აწერთ ხელს. არჩევნებამდე არუსებთ ქვეყანას, ამ კანონს არ მიგაღებინებთ…

ამერიკის შეერთებული შტატები ომის პარტიაა? ის გვეუბნება თუ რუსი არ იქნები, დაგელაპარაკებიო და თუ რუსი ხარ, არ დაგელაპარაკებიო. რუსი არ უნდა იყო! მე ვნერვიულობ? სამი დღეა ადამიანებს არბევთ, ბავშვებს სცემთ, საკუთარი „ვაგნერის“ ჯგუფები შექმენით. გუშინ ვინ დაარბია ბავშვები, ზონდერები რომ მიუგზავნეთ? გუშინწინ აქ ვიდექით, ვინ დაგვწამლა? საერთოდ როგორ ყოფთ თავს გარეთ?! თქვენ იყავით იმ 83 მოღალატე დეპუტატთან ერთად, ვინც „რუსულ კანონს“ იღებს“, – თქვა სერგო ჩიხლაძემ.

"ქვეყანა არ უნდა გაარუსოთ" – სერგო ჩიხლაძე წაქაძეს დაუპირისპირდა

⭕ "ქვეყანა არ უნდა გაარუსოთ" – სერგო ჩიხლაძე წაქაძეს დაუპირისპირდა

Posted by Palitranews – პალიტრანიუსი on პარასკევი, 03 მაისი, 2024
mazda magti 5g