LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სამი ეგზიტპოლი და განსხვავებული შედეგები – იქნება თუ არა მეორე ტური

347
fortuna.ge (43)

არჩევნების დასრულების შემდეგ სამმა ეგიტპოლმა შედეგები გამოაქვეყნა.

„ფორმულას“ დაკვეთის ეგზიტპოლი ამერიკულმა „ედისონ რისერჩმა“ (Edison Research) ჩაატარა.

ეგზიტპოლის 18:00 საათის მონაცემების თანახმად, დედაქალაქის მერობის კანდიდატები

კახა კალაძე – 43%;

ნიკა მელია – 39%;

გიორგი გახარია – 7%;

რაც შეეხება პარტიულ რეიტინგებს, „ფორმულას“ ჟურნალისტმა, აღნიშნა, რომ შედეგები მოგვიანებით გამოქვეყნდება.

 

ტელეკომპანია „იმედი“ – „გორბის“ მონაცემები – 18:00 საათის მდგომარეობით, პარტიული რეიტინგი: 

 

 

„ქართული ოცნება“ – 47,6%

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ – 27,1%;

„გიორგი გახარია – საქართველოსთვის“ – 6,8%;

„ლელო“- 2,8%.

თბილისის მერობის კანდიდატები კახა კალაძე – 51,3%;

ნიკა მელია – 34,6%;

გიორგი გახარია – 5,6%;

ანა დოლიძე 3,1%.

„გორბის“ ეგზიტპოლი ქვეყნის მასშტაბით შერჩეულ 120 საარჩევნო უბანზე ჩატარდა, აქედან 48 უბანი დედაქალაქში მდებარობდა.

გამოკითხული რესპონდენტები შერჩეულნი იყვნენ წინასწარ განსაზღვრული მეთოდოლოგიით და ინტერვალით, რათა დაცული ყოფილიყო, საარჩევნო უბნებზე მისულ ამომრჩეველთა რეპრეზენტატულობა. სულ გამოიკითხა 11 000 ამომრჩეველი.

შედეგების ცდლომილება 95%-იანი სანდოობით ვარირებს, +/-3.

 

„მთავარმა არხმა“ ეგზიტპოლები ფრანგულ „იფსოსს“ (IPSOS) დაუკვეთა.

აღნიშნული ეგზიტპოლის 17:00 საათის მონაცემებით, პროპორციული სიით თბილისში პარტიების შედეგები ასეთია:

„ქართული ოცნება“ – 38.6%,

„ნაციონალური მოძრაობა“ – 33%,

„საქართველოსთვის“ – 7.6%,

გირჩი-მეტი თავისუფლებისთვის“ – 4.8%,

„ლელო“ – 4%.

ამასთან, ეგზიტპოლის მიხედვით, პირველ ადგილზეა ნიკა მელია – 40.8%,

კახა კალაძე – 40.2%,

გიორგი გახარია – 8.79%.

კვლევის ცდომილება +/-3 პროცენტია.

 

“ოცნებამ” პირწმინდად წააგო დედაქალაქი… ახლა მთავარია დავიცვათ თითოეული ხმა” – მელიას პირველი კომენტარი ეგზიტპოლების შემდეგ

ნიკა მელია – 40,8 % კახა კალაძე – 40,2 % გიორგი გახარია – 8,7 % – „იპსოსის“ ეგზიტპოლის შედეგები

იმედის დაკვეთით „გორბის“ მიერ ჩატარებული ეგზიტპოლის შედეგები ცნობილია

Edison Research-ის ეგზიტპოლის შედეგებით, თბილისში კახა კალაძეს ხმას ამომრჩევლების 43%, ნიკა მელიას კი 39% აძლევს

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები