“გვაქვს სამი გეგმა, ახლა მოვითათბირებთ და გადავწყვეტთ, რა უნდა გავაკეთოთ. აქციები გაგრძელდება. სამი გეგმა რა არის, ერთ-ერთს რომ ამოვარჩევთ, გაიგებთ”,- ამის შესახებ ჟურნალისტებს ოპოზიციის ყოფილმა საპრეზიდენტო კანდიდატმა განუცხადა.
მისივე თქმით, ოპოზიციის მხარდამჭერები მთელი ღამის განმავლობაში დარჩებიან პარლამენტის შენობის წინ.
“ჩვენი მხარდამჭერები აქ დარჩებიან, რადგან ბატონ ზაზა სარალიძეს და მალხაზ მაჩალიკაშვილს ეყოთ მარტო ყოფნა რუსთაველის გამზირზე. მათ სჭირდებათ საზოგადოების მხარდაჭერა”.
გაერთიანებული ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერის, გიორგი ვაშაძის თქმით, საზოგადოებას დაზუსტებულ გეგმას ხვალ, 17 დეკემბერს გააცნობენ.
გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებმა რუსთაველის გამზირზე რამდენიმე კარავი გაშალეს წარწერით “არა სალომეს”. აქციასთან დაკავშირებით, პარლამენტის წინ გზა გადაიკეტა.