LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სამი მეგრელის იდეა – ვა გი ვორქო მა

Ardaidardo.Ge

გადაცემას ”დამზადებულია საქართველოში”  მიშო სულუხია და შოთიკო ქვარცხავა ესტუმრნენ.


მიშო: – პირველად ვარ ”არ დაიდარდოს” ეთერში და კეთილი იყოს ჩემი ფეხი. ამ დრომდე ცოტა ქართული სიმღერა მქონდა. თუმცა, ახალი პროექტი მაქვს ჩაფიქრებული, რომელიც მხოლოდ ქართულ სიმღერებს გააერთიანებს. იქნებიან სხვადასხვა მუსიკოსებიც, მაგალითად ისე, როგორც ჯგუფ ”ურსასთან” ერთად ჩაიწერა მეგრული სიმღერა.

შოთიკო: – მადლობა მოწვევისთვის, მიხარია ბეგი შენთან ერთად ყოფნა, ბიჭებმა მთელი რიგი მიზეზების გამო ვერ შეძლეს მოსვლა, თუმცა, ჩვენსკენ ყველაფერი კარგად არის.


მოგვიყევით თქვენს შესახებ?

უკვე გვაქვს იმდენი სიმღერა, რომ შეგვიძლია ალბომი გავაკეთოთ და უახლოეს მომავალში აუცილებლად შევთავაზებთ მსმენელს ჩვენს პირველ ალბომს. ჩვენი პირველი და მასშტაბური
პროექტი დავით შანიძესთან ერთად გაკეთდა, შემდეგ იყო დუეტი ავთო აბესლამიძესთან ერთად. ამის შემდეგ იყო მიშო სულუხია.


რომელია თქვენი ყველაზე გამორჩეული კომპოზიცია?

ეს არის ”ღელე-ღურდანი”, ”ურსას” ეკუთვნის ტექსტიცა და მუსიკაც და ის ჩვენს რეპერტუარში ერთ-ერთი გამორჩეულია.


როგორი იყო ბოლო ნახევარი წელი ”ურსასთვის”?

გვქონდა კონცერტები სვანეთში, მესტიაში, რუსთავში… ჩვენი ბოლო წარმატებული პროექტი იყო ”იქს ფაქტორი”, ჩვენმა შესრულებამ დადებითი გამოხმაურება მოიპოვა. შევასრულეთ
”გელინო”. ვგეგმავთ კიდევ საინტერესო პოექტებს, რომელსაც საიდუმლოდ დავტოვებ.

მიშო: – ამ ბიჭებს საოცარი პოტენციალი აქვთ. იციან, როგორ გააკეთონ, რომ იყოს გემოვნებიანი. ჩვენს პირველ შეხვედრაზევე ჰქონდათ მონახაზი როგორ უნდა გაგვეკეთებინა, მეც რა თქმა
უნდა ჩემი წვლილი შევიტანე, ამ სიმღერაში ყველა თავს ბედნიერად ვგრძნობთ.


მიშო, დავიწყოთ სულ თავიდან…იყო ნუცას სკოლა, იყო ვარსკვლავების აკადემია და იქს ფაქტორი

დიახ, ეს იყო სატელევიზიო პროექტები, თუმცა, ბავშვობაშიც იყო რაღაც კონკურსი, დავამთავრე ნიჭიერთა ათწლედი, შემდეგ კონსერვატორიაში ფლეიტაზე დაკვრა ვისწავლე. 15-16 წლის ასაკში ავირჩიე სიმღერა. ორი წელი რომში ვსწავლობდი, ერთი წელი კი შვეიცარიაში, რა თქმა უნდა მუსიკალური მიმართულებით.ჩემი პროფესია ისე მიყვარს და იმდენად ერთგული ვარ, არასოდეს მითქვამს უარი ამ საქმეზე. ვერ გეტყვით, რომ გავმდიდრდი, მაგრამ ნამდვილად მაქვს შემოსავალი იმ საქმიდან, რაც ძალიან მიყვარს. მაქვს აუდიო სტუდია, ეხლა დაემატა ვიდეო, ჩამოვიტანეთ შესაბამისი ტექნიკა. ვმუშაობთ მუსიკალურ კლიპზე, რომელიც მალე იქნება მზად. ვწერ სიმღერებსაც.


რა ჟანრში ხედავ თავს ხუთი წლის შემდეგ?

ჯერ კიდევ ჩამოყალიბების პროცესი მაქვს. ყველაზე რთული სწორედ ეს არის, იპოვო საკუთარი თავი.

რას იტყვი თანამედროვე კომპოზიტორებზე?

შესაძლოა სრულიად უბრალო ადამიანმა დაწეროს ჰიტი… არიან საქართველოში ნიჭიერი ადამიანები. გარდა იმისა, რომ კარგად მღერის, ან წერს, მას სჭირდება ხელშეწყობა.


როგორ მოგივიდათ მეგრული სიმღერის ჩაწერის იდეა ორ მეგრელს?

მიშო: – სხვათაშორის ეს იყო კიდევ ერთი მეგრელის, ნიკა გვარამიას იდეა.  მე გულით ვმღერი ფოლკლორს. ბავშვობიდან მესმის ეს სიმღერა, ოჯახში ვმღეროდი. გვინდა მოვეფეროთ
ქართველ ხალხს, განსაკუთრებით კი სამეგრელოს.

შოთიკო: – საკმაოდ კომფორტული იყო ჩაწერის პროცესი, იდეის მოწოდების დღიდან დავიწყეთ მუშაობა, სულ რამოდენიმე რეპეტიცია დაგვჭირდა. მადლობა ”ბრავო რეკორდსს”, ასევე
”რუსთავი ორსა” და ნიკა გვარამიას. სიმღერა არის სიყვარულზე, განსხვავებული ვერსიაა.


ჩემთვის პატივია, რომ ამ სიმღერის პრემიერა ჩემს გადაცემაში შედგა, არა იმიტომ, რომ მეც მეგრელი ვარ, იმიტომ, რომ ხარისხიანია. ”ვა გი ორქო მა” – ასე ჰქვია ახალ სიმღერას. თუ კარგად მოუსმენთ, არ არის საჭირო სიტყვების მნიშვნელობა გესმოდეთ, განწყობას აუცილებლად შეიგრძნობთ.

ჯგ.ურსა & მიშა სულუხია – ვა გი ვორქო მა

AudioJGURSA-VAGIORQOMA

აუდიო ჩანაწერი

Audiodamz-sak-ursa-misha

 

Ardaidardo.Ge

Ardaidardo.Ge

Ardaidardo.Ge

Ardaidardo.Ge