LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სამი „მოდიფიცირებული გერმანელი“ ერთმანეთს რბოლაში შეეჯიბრა

52

სამი „მოდიფიცირებული გერმანელი“ ერთმანეთს რბოლაში შეეჯიბრა. სედანი BMW M5-ის, Mercedes-AMG E63 S-ისა და ასევე ჰიბრიდული უნივერსალი Porsche Panamera Turbo S E-Hybrid Sport turismo-ს ერთმანეთთან შედარება Top Gear-ის გუნდმა გადაწყვიტა.

სამეულიდან ყველაზე ძლიერი კი ბოლო მონაწილე აღმოჩნდა. BMW M5 4,4 ლიტრის მოცულობის V8 ძრავითაა უზრუნველყოფილი და მას 600 ცხენის ძალის განვითარება შეუძლია.  Mercedes-AMG E63 S-ის 4,0 ლიტრის მოცულობის „რვიანს“ კი 612 ცხენის ძალა აქვს. ორივე სედანს პირველი „ასეულის“ ასაკრეფად 3,4 წამი სჭირდება. ხოლო, რაც შეეხება რბოლის გამარჯვებულს – Porsche Panamera Turbo S E-Hybrid Sport Turismo-ს მის კაპოტ ქვეშ ბენზინის ბიტურბო ძრავი V8 არის მოთავსებული, ასევე მას 8 საფეხურიანი რობოტიზირებული გადაცემათა კოლოფი და ელექტრო ძრავიც აქვს. მოდელის საპასპორტო დრო, პირველი „ასეულისთვის“ ასევე 3,4 წამს შეადგენს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები