LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სამი თვის ასაკში დასმული მძიმე დიაგნოზი და 15 ოპერაცია – მარიამ სადღობელაშვილის ფერადი სამყარო და დამოუკიდებელი ცხოვრება

313

,,ფორტუნა სთორის” გმირი, 27 წლის მარიამ სადღობელაშვილია, გოგონა ფერადი სამყაროდან. ის საზოგადოებამ ტიკ-ტოკიდან გაიცნო. მიუხედავად რთული დიაგნოზისა ყოველთვის ბრძოლისუნარიანი და ბედნიერია. მისმა ვიდეოებმა, ბევრ ადამიანს სტიმული მისცა და სიცოცხლის ხალისი დაუბრუნა.

მარიამს დაბადებიდან სამი თვის შემდეგ, ვირუსი შეხვდა, რამაც სეფსისი გამოიწვია. ამის გამო, მენჯის ძვლის დაშლა დაეწყო. 18 წლის ასაკამდე ჯამში 15 ოპერაცია აქვს ჩატარებული. როდესაც განსხვავებული ხარ საზოგადოებას უჭირს იმ სირთულეების აღქმა, რომელსაც შეიძლება ადამიანი სხვადასხვა ეტაპზე ებრძოდეს. მარიამს ყოველდღიურად უამრავ კითხვაზე უწევს პასუხის გაცემა. დღეს ის დამოუკიდებლად ცხოვრობს და ყველა სირთულეს თამამად უმკლავდება.

მარიამ სადღობელაშვილი: ,,ადრე ალბათ ვინმეს რომ ეთქვა, მარტო იცხოვრებო დედას, მამას და ძმის გარეშე, გამეცინებოდა. იმიტომ, რომ არასდროს ყოფილა მომენტი, ჩემს მშობლებს მარტო დავეტოვებინე. იმიტომ არა რომ რაიმეს ვერ შევძლებდი, უბრალოდ, მშობელი სხვანაირად ზრუნავს შვილზე, ეს მზრუნველობა დღემდე გრძელდება”.

მარიამის ყოველდღიურობა ყველასათვის ნაცნობმა აპლიკაციამ, ტიკ-ტოკმა შეცვალა. მიუხედავად ბევრი უარყოფითი კომენტარისა თვლის, რომ საკმარისი ძალა აქვს ყველა დაარწმუნოს საკუთარ შესაძლებლობებში და დაამტკიცოს, რომ ისიც საზოგადოების სრულფასოვანი წევრია.

მარიამ სადღობელაშვილი: ,,როდესაც ტიკ-ტოკის აპლიკაციაში პირველი ვიდეო ავტვირთე, იმ ღამეს საერთოდ არ მეძინა. შემდეგ ვფიქრობდი, რომ წამეშალა, მაგრამ გადავიფიქრე. იმიტომ რომ თუ იმის გაკეთებას შეწყვეტ,  რაც შენ სიამოვნებას განიჭებს, ესე იგი მათ გაიმარჯვეს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g