LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„სამი წლის ბავშვმა „კუსაჩკა“ გადაყლაპა“ – რა შემთხვევა გაიხსენა ექიმმა სალომე ახვლედიანმა

290
სალომე ახვლედიანი

პედიატრი, სალომე ახვლედიანი სოციალურ ქსელში ვიდეომიმართვას ავრცელებს, სადაც ამბობს, რომ მის პრაქტიკაში ისეთ შემთხვევასაც ჰქონდა ადგილი, როდესაც სამი წლის ბავშვმა ეგრეთ წოდებული „კუსაჩკა“ გადაყლაპა.

ექიმის თქმით, ნივთის ამოღება უმტკივნეულოდ მოხერხდა და მცირეწლოვანს ზიანი არ მიუღია:

„ერთხელ ჩვენთან სამი წლის ბავშვი შემოიყვანეს რომელმაც „კუსაჩკა“ გადაყლაპა. ჩვენს წინაშე დადგა კითხვა, როგორ ამოვიღოთ ეს ნივთი ისე, რომ საყლაპავის მილი და კუჭი არ დავაზიანოთ. გადავწყვიტეთ ენდოსკოპიურად ამოგვეღო. ენდოსკოპის დაკეცილი ბოლო გავუყარეთ ამ პატარა ხვრელში, გავხსენით, დავაფიქსირეთ და ნელ-ნელა ამოვიღეთ. ამ პროცედურის დროს ბავშვს არანაირი ზიანი არ მიუღია და ჩემი აზრით ეს სამედიცინო პერსონალის პროფესიონალიზმის დამსახურება იყო…“ – ამბობს პედიატრი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები