LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სამინისტროების სათავეში უნდა იყვნენ არა მენეჯერები, არამედ პოლიტიკოსები – ანა ნაცვლიშვილი

91

ის კონცეფცია, რომელიც ახალმა პრემიერ-მინისტრმა წარმოადგინა, საჭიროებს იმას, რომ სამინისტროების სათავეში იყვნენ არა მენეჯერები, არამედ პოლიტიკოსები, – ამის შესახებ პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა, ანა ნაცვლიშვილმა მთავრობაში სტრუქტურულ ცვლილებებზე საუბრისას განაცხადა.

“ჩვენ დავინახეთ, რომ მთელი რიგი მიმართულებებით მოხდა სფეროების გამსხვილება, სამინისტროების შერწყმა. ეს მოდელი კიდევ უფრო საჭიროებს იმას, რომ სამინისტროების სათავეში იყვნენ არა მენეჯერები, არამედ პოლიტიკოსები, რომლებსაც აქვთ ფართო ხედვა, ფართო არეალი და უნარ-ჩვევები იმისა, რომ ამდენ სფეროს ეფექტური ხელმძღვანელობა გაუწიონ, ასევე უპასუხონ სფეროებში არსებულ გამოწვევებს.

ასე რომ, ეს მოდელი კიდევ უფრო მწვავედ აყენებს იმის საჭიროებას, რომ სამინისტროებს ხელმძღვანელობდნენ არა ტექნოკრატები, არა მენეჯერები, არამედ პოლიტიკური ხედვის, პასუხისმგებლობისა და წონის მქონე პიროვნებები, რომლებიც ამ სისტემებს სწორ გზაზე დააყენებენ,” – განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g