LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სამირა ბაირამოვას დედა ამბობს, რომ გოგონა უკვე “პოლიციის ხელშია”

72

სამირა ბაირამოვა უკვე პოლიციის ხელშია, – ამის შესახებ სამირა ბაირამოვას დედამ ნაილა გულბანოვამ ჟურნალისტებს განუცხადა. მისი ინფორმაციით, გოგონა უკვე პოლიციაში იმყოფება და შესაბამისი საგამოძოებო მოქმედებები ტაარდება.
როგორც ოჯახის ახლობელმა მელანო ლანჩავამ ჟურნალისტებს განუცხადა, გოგონამ ქვემო ფონიჭალიდან ერთ-ერთი მაღაზიიდან დარეკა და განაცხადა, რომ გამტაცებლებმა გოგონა ტაქსში ჩასვეს და მაღაზიაში დატოვეს. სწორედ ამის შემდეგ ოჯახის ახლობლის ინფორმაციით, მოხდა დაკავშირება გოგონას მამასთან.

რაც შეეხება სამირა ბაირამოვას მდგომარეობას, ოჯახის ახლობლები აცხადებენ, რომ მათ ამის შესახებ არ აქვთ ინფორმაცია, რადგან გოგონა პოლიციაში არის დაკითხვაზე.

სამირა ბაირამოვა ოთხი დღის წინ გაიტაცეს და მისი პოვნა დღეს გახდა შესაძლებელი.

წყარო : “ინტერპრესნიუსი”

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g