ჩემი ინფორმაციით, ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრის გაუქმების თუ გადადების მიზეზი არის ბატონი სტოლტენბერგის ჯანმრთელობის მდგომარეობა, – ამის შესახებ საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა. ამასთან, სამხარაძე გამორიცხავს შეხვედრა საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური მოვლენების გამო გაუქმებულიყო და აღნიშნავს, რომ გუშინ პრემიერს ჰქონდა ძალიან მაღალი დონის შეხვედრები ბრიუსელში.
“არანაირი შიდაპოლიტიკური მოვლენა ამ შეხვედრის გაუქმების მიზეზი არ შეიძლება რომ იყოს. შეხვედრა გაუქმდა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო,”, – განაცხადა სამხარაძემ.
კითხვაზე, თუკი ჯანმრთელობის მდგომარეობაა მიზეზი, მაშინ როგორ მოახერხა სტოლტენბერგმა ფინეთსა და შვედეთთან შეხვედრის გამართვა, სამხარაძემ აღნიშნა, რომ ვერ შევა დეტალებში, როდის გახდა სტოლტენბერგი ცუდად.
„მე იქ ვიყავი ადგილზე? რა ინფორმაციაც მაქვს, ამას გეუბნებით, იქ ადგილზე გახდა ცუდად თუ დილით ყავის სმის დროს, არასერიოზულია (ასეთი მსჯელობა),”- განაცხადა სამხარაძემ.
ღარიბაშვილსა და სტოლტენბერგს შორის დაგეგმილი შეხვედრა გაუქმდა – მიზეზი ჯერჯერობით უცნობია