LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სამხარაძე: ერთადერთი ალიანსი, რომელსაც შეუძლია საქართველოს უსაფრთხოების ქოლგა მისცეს, ნატოა

50
BeFunky-collage (4)

პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე აცხადებს, რომ ჯერ ნაადრევია იმაზე საუბარი, თუ რა შედეგით დასრულდება უსაფრთხოების გარანტიებთან დაკავშირებით უკრაინა-რუსეთ შორის მოლაპარაკებები, თუმცა მიიჩნევს, რომ ამას გავლენა საქართველოზეც ექნება.

მისივე თქმით, დღესდღეობით, ევროპაში ერთადერთი ალიანსი, რომელსაც შეუძლია საქართველოს უსაფრთხოების ქოლგა მისცეს ნატოა. შესაბამისად, დეპუტატის თქმით, ქვეყნისთვის ნატოში გაწევრიანება პრიორიტეტია. სამხარაძე იმედოვნებს, რომ საქართველოს ნატო-ში გაწევრიანება დაჩქარდება.

“ეს სამშვიდობო მოლაპარაკებები ძალიან ადრეულ სტადიაზეა, ამიტომ ჩვენ ვერ ვიტყვით, რომ რაღაც ტიპის გარღვევა მოხდა.

რაც შეეხება საქართველოს ამ თემასთან მიბმას, რა თქმა უნდა, ნებისმიერი საკითხი, რომელიც უკრაინის ნატოში წევრობას ეხება, საქართველოზე გავლენას იქონიებს.

თუმცა მე ძალიან დიდი იმედი მინდა გამოვთქვა, რომ დასავლური საზოგადოება ამ შემთხვევაში გამოიჩენს მტკიცე ნებას და საქართველოს ნატოში გაწევრიანებას დააჩქარებს.

უკრაინის საკითხმა ძალიან ნათლად გვაჩვენა, რა უსაფრთხოების გამოწვევების წინაშე ვართ”, – განაცხადა სამხარაძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g