LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სამხარაძე: „საკითხი ასე დადგება, რომ მკვლელობის ჩამდენი საქართველოს გადმოეცეს, ეს საერთაშორისო პარტნიორების მეშვეობით მოხდება“

124
Untitled design

„საკითხი ასე დადგება, რომ საქართველოს გადმოეცეს ის ადამიანი, ვინც მკვლელობა ჩაიდინა და რომ საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად გასამართლეს“, – ამის შესახებ პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ რუსული ძალების მიერ საქართველოს მოქალაქის მკვლელობაზე საუბრის დროს განაცხადა.

„ყველა შიშის ქვეშ ვართ. ეგეთი ვაჟკაცი ბიჭი ჩაცხრილეს“ – ოკუპანტების მიერ მოკლული თამაზ გინტურის ცხედარი სოფელ კირბალში გადაასვენეს 

ნიკოლოზ სამხარაძის თქმით, მკვლელობის ჩამდენი პირის საქართველოსთვის გადმოცემა, მხოლოდ მედიატორის ჩართულობით არის შესაძლებელი:

„ეს ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების მეშვეობით მოხდება, იმიტომ, რომ ჩვენ რუსეთთან არანაირი დიპლომატიური ურთიერთობები არ გვაქვს, შესაბამისად, ეს  მხოლოდ მედიატორის ჩართულობით შეიძლება გაკეთდეს. იმ მხარის ჩართულობით, რომლის მედიაციითაც 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება გაფორმდა. ჩვენ რუსეთთან ურთიერთობებში სხვა ბერკეტი და ხაზი არ გვაქვს. ერთადერთი ეს არის ჟენევის ფორმატი და ის შეხვედრები, რომლებიც საოკუპაციო ხაზზე ევროკავშირის მონიტორინგის მისიასთან ერთად იმართება“, – განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.

„განა ესაა მშვიდობა, როდესაც ჩვენს მოქალაქეს, რომელიც მამის საფლავზე მიდის სალოცავად, საოკუპაციო ძალები ზურგში ესვრიან? ყალბია „რუსული ოცნების“ ნარატივი, როცა მშვიდობაზე გვესაუბრება.. ხელისუფლებას არჩეული აქვს შემრიგებლური პოლიტიკა მტერთან“ – თინა ბოკუჩავა

ცნობისათვის, 6 ნოემბერს, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ კირბალის მიმდებარედ, რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა ცეცხლსასროლი იარაღით სროლის შედეგად საქართველოს მოქალაქე მოკლეს.

შსს-მ კირბალთან მომხდარ ფაქტზე გამოძიება დაიწყო

რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ ჩადენილი მკვლელობის შესახებ დეტალურად წაიკითხავთ აქ

პოპულალურები