LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სამხედრო ჰოსპიტლისთვის მოედანი და აღჭურვილობა უკვე მზადაა, ველით რუსი ექიმების ჩამოსვლას – ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. მთავრობა

78
რუსული სამხედრო ჰოსპიტალი აფხაზეთში

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ მთავრობა მზადყოფნას გამოხატავს სოხუმში კორონავირუსთან საბრძოლველად სამხედრო ჰოსპიტალი განთავსდეს. ამის შესახებ რუსული მედია წერს და აღნიშნავს, რომ საამისოდ საველე მოედანი უკვე მზადაა და შესაბამისად, აფხაზეთში რუსი ექიმების ჩასვლას ელიან.

მედიის ცნობით, აღნიშნულის შესახებ ჟურნალისტებს ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ ჯანდაცვის მინისტრმა, ვლადიმერ ბუთბამ განუცხადა. მისი თქმით, ჰოსპიტალი აფხაზეთში უკვე მეორედ კორონავირუსთან საბრძოლველად განთავსდება.

„ჩვენი რუსი ექიმების დახმარება კორონავირუსის ინფექციასთან ბრძოლაში აფხაზეთის მოსახლეობისთვის დროული დახმარება იქნება. პრეზიდენტ ბჟანიას მითითებით აფხაზეთის ტერიტორიაზე სამხედრო ჰოსპიტლის განსათავსებლად მოედანი და შესაბამისი აღჭურვილობა უკვე მზადაა. ველით რუსი ექიმების ჩამოსვლას,“ – განაცხადა ბუთბამ.

როგორც რუსული სააგენტო Tass.ru წერს, სამხედრო ჰოსპიტალი სოხუმში კვლავ პანსიონ „აიტარის“ ტერიტორიაზე განთავსდება, სადაც 2020 წლის ოქტომბრიდან, ამა წლის მარტამდე მოყოლებული იყო გაშლილი.

პანსიონის დირექტორის, თემურ ადლეიბას განცხადებით, საველე ჰოსპიტლის განთავსებისთვის ყველა საჭირო ღონისძიება დასრულებულია.

„მზად ვართ საავადმყოფო მივიღოთ, ყველა პირობა შექმნილია, საამისოდ გამოყოფილია მესამე შენობა,“ – განაცხადა ადლეიბამ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g