ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ერაყში ამერიკელ სამხედროს შეხვდა, რომელიც ჯარში მის გამო დაბრუნდა. ამის შესახებ Foxnews წერს.
“დავუბრუნოთ ამერიკას დიდება,” – ამ სიტყვებით მიმართა თეთრი სახლის ლიდერს სამხედრომ. მან ასევე განმარტა, რომ ჯარში სწორედ დონალდ ტრამპის გამო დაბრუნდა.
საშობაოდ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა და პირველმა ლედიმ მელანია ტრამპმა ერაყში, ამერიკელი ჯარისკაცები მოინახულეს.
შეხვედრა ალ ასადის საავიაციო ბაზის რესტორანში შედგა.