თბილისში, სამგროში სამხედრო ვერტმფრენის გადატანისას მას სამგზავრო, ლურჯი ავტობუსი შეეჯახა.
ინფორმაცია და ფოტომასალა “ევროპული საქართველოს” წევრმა ირაკლი აბესაძემ სოციალურ ქსელში გაავრცელა.
“ფორტუნას” მომხდარი შსს-ში დაუდასტურეს, უწყებაში გვითხრეს, რომ შემთხვევისას ადამიანები არ დაშავებულან. გამოძიება კი ადმინისტრაციული კოდექსის 125-ე მუხლით დაიწყო, რაც მძღოლის მიერ საგზაო მოძრაობის წესების დარღვევას გულისხმობს.