რუსეთის თავდაცვის მინისტრი სერგეი შოიგუ სამხედრო წვრთნების დასრულების შესახებ აცხადებს და ჯარს უბრძანებს სამხედრო სწავლების დასრულების შესახებ და სამხედრო დანაყოფებს უბრძანებს – მუდმივი დისლოკაციის ადგილებს დაუბრუნდნენ.
შოიგუმ დღეს განაცხადა, რომ რუსეთი სამხედრო ძალების გაყვანას უკრაინის საზღვრიდან პარასკევს დაიწყებს.
“მე მჯერა, რომ მზადყოფნის მოულოდნელი შემოწმებები წარმატებით დასრულდა და ჯარებმა აჩვენა, რომ ქვეყნის საიმედოდ დაცვა შეუძლია. ამიტომ, ჩვენ გადავწყვიტეთ, შენაერთები დისლოკაციის ადგილებს დაუბრუნდეს.” – განაცხადა ქვეყნის თავდაცვის მინისტრმა და აღნიშნა, რომ ჯარის გაყვანა 23 აპრილიდან უნდა დაიწყოს.