კანიე უესტი ეპატაჟურობას არასდროს უჩიოდა, თუმცა მას შემდეგ, რაც მან ახალი ცოლი მოიყვანა, მისი „ლუქები“ კიდევ უფრო უცნაური გახდა.
45 წლის კანიე და მის ახალი მეულე, 27 წლის ბიანკა ჩენსორი ლოს-ანჯელესში, სანაყინეში მიმავალი გადაიღეს.
ამჯერად კანიეს მაისურის ქვეშ სამხრეები ეკეთა, ფეხზე კი ლატექსის ცისფერი წინდები ეცვა. უცნაურად გამოიყურებოდა ბიანკაც. მას გამჭვირვალე კოლჰოტი ეცვა, თავზე კი შლემი ეკეთა.
კანიე უესტი „ბალერონებსა“ და „სამუხლეებში“ ახალ მეუღლესთან ერთად სეირნობს