სამხრეთ აფრიკის პარლამენტის შენობაში ისევ ხანძარია.
კეიპტაუნის სახანძრო სამსახურში აცხადებენ, რომ ხანძრის ახალი კერა პარლამენტის სახურავის ქვეშ არსებულ სივრცეში გაჩნდა. ადგილზე სახანძრო-სამაშველო ჯგუფები მუშაობენ.
დაშავებულებზე ინფორმაცია არ ვრცელდება.
პოლიციამ 49 წლის მამაკაცს ცეცხლის განზრახ გაჩენაში წაუყენა ბრალი. ის სასამართლოს წინაშე სავარაუდოდ, დღეს წარდგება. თუ ხანძრის განზრახ გაჩენა დადასტურდება, ეს იქნება შეფასებული, როგორც ქვეყნის დემოკრატიაზე თავდასხმა.
სააგენტო „როიტერის“ ცნობით, ხანძარს გადაურჩა შენობის მნიშვნელოვანი სექციები, მათ შორის მუზეუმი.