თბილისს, ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელი სამხრეთ კავკასიის საკითხებში, ტოივო კლაარი ეწვია. იგი დღეიდან შეხვედრებს გამართავს. ევროპელი დიპლომატი საქართველოში ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება. ამის შესახებ მან სოციალურ ქსელ ”TWITTER” – ში დაწერა.
მან ასევე აღნიშნა, რომ მოუთმენლად ელოდება ქართულ მხარესთან ერთად სამხრეთ კავკასიაში არსებულ გამოწვევებზე მსჯელობას.
Back in sunny Tbilisi. Looking forward to intense days of discussions on developments in Georgia and the South Caucasus. pic.twitter.com/oAo05sFI9O
— Toivo Klaar (@ToivoKlaar) January 24, 2021