სამხრეთ კორეაში დღეს ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნები გაიმართა. ეგზიტპოლების მიხედვით, დემოკრატიული პარტიის კანდიდატი მუნ ჩე ინი ლიდერობს.
ლიბერალმა კანდიდატმა ხალხის 41.4%-ის მხარდაჭერა მიიღო. ხოლო მის მეტოქე, კონსერვანტ ხონ ჩჯუნ ფხეს მხარი ამომრჩეველთა 23.3%-მა დაუჭირა.
არჩევნები ქვეყანაში ექსპრეზიდენტ პაკ კინ ხეს იმპიჩმენტისა და ხელისუფლებისგან ჩამოშორების შემდეგ დაინიშნა. სამხერთ კორეის ყოფილი პრეზიდენტი პან კინ ხე, რომელიც ქვეყნის ყოფილი დიქტატორის პან ჩონ ხის ქალიშვილი, თანამდებობიდან მარტში საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ გადააყენეს.
პრეზიდენტის გადაყენების მიზეზი კორუფციული სკანდალი გახდა, რომელშიც პრეზიდენტის მეგობარი ქალი ჩხვე სუნ სილი ფიგურირებს. პროკურატურის განცხადებით, პრეზიდენტი პაკ კინ ხე, თანაშემწესთან ერთად სარფიანი გარიგებების სანაცვლოდ, კომპანია Samsung-ის ვიცე პრეზიდენტისგან სოლიდურ თანხას იღებდა.