LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სამხრეთ კორეაში ეროვნულ ორკესტრს რობოტმა უდირიჟორა

120
Screenshot 2023-07-04 112819

ანდროიდმა რობოტმა სახელად Ever 6-მა სეულში უჩვეულო როლი მოირგო – ეროვნულ ორკესტრს უდირიჟორა. საინტერესო სიახლეს CNN ავრცელებს.

რობოტი კორეის ტექნოლოგიის ინსტიტუტის მიერაა შექმნილი, მას ხელები და ჰუმანოიდის სახე აქვს. სცენაზე გამოსვლისას დირიჟორს მაყურებელთან მისალმება არ დავიწყებია, შემდეგ კი ორკესტრის გაძღოლა დაიწყო.

წარმოდგენა კორეის ეროვნულ თეატრში გაიმართა და ეს იყო ქვეყნის ისტორიაში პირველი შემთხვევა როცა ორკესტრს რკინის კაცი უძღვებოდა.

რობოტი 5 კომპოზიციიდან სამს გაუძღვა და დამსწრე საზოგადოების აზრით, მისი მოძრაობები საკმაოდ კარგი იყო.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები