სამხრეთ კორეის პრეზიდენტმა, მუნ ჩჟე ინმა, ქვეყანაში ბირთვული იარაღის განთავსების შესაძლებლობა გამორიცხა.
ამის შესახებ ტელეკომპანია CNN იუწყება.
მუნ ჩჟე ინის თქმით, ამან ჩრდილოეთ-აღმოსავლეთ აზიაში შესაძლოა, მასობრივი ბირთვული შეიარაღება გამოიწვიოს.
„მე არ ვეთანხმები იმას, რომ ჩრდილოეთ კორეის ბირთვული საფრთხის ფონზე, სამხრეთ კორეას სჭირდება საკუთარი ბირთვული შეიარაღების განვითარება ან ტაქტიკური ბირთვული შეიარაღების თავის ტერიტორიაზე განლაგება,“ – განაცხადა სამხრეთ კორეის პრეზიდენტმა.
მისივე თქმით, სამხრეთ კორეის მიერ ბირთვული შეიარაღების განვითარება ხელს არ შეუწყობს მშვიდობას კორეის ნახევარკუნძულზე.
„ჩრდილოეთ კორეისთვის პასუხის გაცემა იმით, რომ საკუთარ ბირთვულ შეიარაღებას განვავითარებთ, ეს ხელს არ შეუწყობს მშვიდობას და ჩრდილოეთ–აღმოსავლეთ აზიაში შესაძლოა, გამალებული ბირთვული შეიარაღება გამოიწვიოს,“ – დასძინა მან.