LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სამხრეთ ოსეთს ოკუპირებულად მიიჩნევს – ე.წ. სასამართლოს განცხადება გაფრინდაშვილის განაჩენზე

223
9613183 (1)

დე ფაქტო უზენაესი სასამართლოს პრეს-სპიკერი, ზარინა თედეევა ოსურ მედიასთან მიცემულ ინტერვიუში ამბობს, რომ ქართველი ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი სასჯელს საერთო რეჟიმის გამოსასწორებელ კოლონიაში მოიხდის.

ზურაბ აბაშიძეს “სიტყვები არ ყოფნის” როგორ შეაფასოს გაფრინდაშვილის განაჩენი

“სასამართლო სხდომაზე გაფრინდაშვილმა საკუთარი დანაშაული არ აღიარა. ამასთან, განმარტა, რომ სამხრეთ ოსეთის საზღვარი არ გადაუკვეთავს, რადგანაც რესპუბლიკას საქართველოს ნაწილად, რუსეთის მიერ დროებით ოკუპირებულად მიიჩნევს” – აცხადებს თედეევა.

დღეს ე.წ. სამხრეთ ოსეთში ვაჟა გაფრინდაშვილის სასამართლო პროცესი გაიმართა. საოკუპაციო რეჟიმმა ქართველ ექიმს 1 წლითა და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა.

ვაჟა გაფრინდაშვილს 1 წელი და 9 თვე პატიმრობა მიუსაჯეს

რა შეიძლება გაკეთდეს საქართველოს მოქალაქის დასაცავად და მისი უკანონი პატიმრობისგან დასახსნელად, ამ კითხვით რადიო “ფორტუნა” ადვოკატებს დაუკავშირდა და მათი არგუმენტები მოისმინა. უფლებადამცველები საქმეში ქართველი ადვოკატების ჩართვას მნიშვნელოვნად მიიჩნევენ.

დეტალები ნახეთ ვრცლად:

შეგვიძლია თუ არა ვაჟა გაფრინდაშვილის ექსტრადირება მოვითხოვოთ?

"ეს მათი დამოუკიდებლობის აღიარება არ იქნება..."

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები