„ქვეყანას არ აქვს ადამიანის უფლებების სამოქმედო გეგმა, არც ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ სამოქმედო გეგმა”, – ასე გამოეხმაურა ოპოზიციონერი დეპუტატი, ხათუნა სამნიძე პარლამენტის ტრიბუნიდან ბოლო დღეების განმავლობაში ქალების მიმართ ჩადენილ დანაშაულს და ხელისუფლებას ქმედითი ნაბიჯების გადადგმისკენ მოუწოდა.
დეპუტატის სიტყვებით, „ორი ქალი შეეწირა იმ ომს, რომელსაც „ქართული ოცნება” არავითარ ყურადღებას არ აქცევს”.
„ქვეყანას არ აქვს ადამიანის უფლებების სამოქმედო გეგმა, არც ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ სამოქმედო გეგმა.
ბოლო სტატისტიკით, შემცირდა შემაკავებელი ორდერების გაცემის რაოდენობა. ისევე როგორც სასამართლო აუქმებს შემაკავებენ ორდერებს, ეს ყველაფერი აისახება იმაზე, რომ ქვეყანამ ნახა უმძიმესი ტრაგედია.
ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლა არის მუდმივი ომი, რომელშიც არის ეს ქვეყანა, და ეს ომი არ სრულდება, და იმის ნაცვლად, რომ ხელისუფლებამ ,„ქართულმა ოცნებამ” სპეციალური ზომები მიიღონ, განცხადება მაინც გააკეთონ ამის შემდეგ, მთელი ხელისუფლებამ გადართულია პროპაგანდაზე, რომ ყველაფერი ამ ქვეყანაში ოპოზიციის ბრალია.
კიდევ ერთხელ მინდა შევახსენო „ოცნებას” – ეს ომი არის მუდმივი, ქალები ამ ქვეყანაში კვდებიან, ფემიციდთან დაკავშირებით უნდა გქონდეთ პოზიცია. და უნდა არსებობდეს ამ ქვეყანაში სპეციალური ზომები – ცნობიერების ამაღლება, პროგრამები, ადამიანის უფლებების დაცვისთვის სამოქმედო გეგმა, და ამ საკითხებზე კიდევ ერთხელ მოგიწოდებთ, რომ დაფიქრდეთ და გადადგათ კონკრეტული ნაბიჯები”, – განაცხადა სამნიძემ.
რატომ კლავენ ქალებს საქართველოში?