LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სამოქალაქო აქტივისტი ნიკო მანაგაძე დააკავეს

173
ნიკო მანაგაძე

სამოქალაქო აქტივისტი, ნიკო მანაგაძე გუშინ ღამით ადმინისტრაციული წესით დააკავეს. აღნიშნულის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ნიკო მანაგაძის ადვოკატმა, მარიამ პატარიძემ განუცხადა.

ადვოკატის განმარტებით, დაკავების დროს მასთან ერთად ერთი პირი იმყოფებოდა, რომელიც ასევე დააკავეს. მისივე თქმით, ორივე მათგანი დიღომში, მესამე იზოლატორში არიან გადაყვანილები.

ადვოკატის ვარაუდით, დაკავების მიზეზი შესაძლოა იყოს ის, რომ მანაგაძე პოლიციის სამმართველოში არ გამოცხადდა და მაგისტრატი მოსამართლის თანდასწრებით პროცესში მონაწილეობა მოითხოვა.

„ნიკო მანაგაძე გუშინ საღამოს, 22:30 საათზე ადმინისტრაციული წესით დააკავეს, მას შემდეგ, რაც აქციიდან სახლში ბრუნდებოდა. სავარაუდოდ, მას არაიდენტიფიცირებადი, ე.წ. სამართალდამცველები აედევნენ.

გუშინ, როდესაც ნიკოს პოლიციის სამმართველოდან გამოძიებაში მონაწილეობის მიზნით დაურეკეს, მან მოითხოვა, რომ მაგისტრატი მოსამართლის თანდასწრებით მიიღებდა მონაწილეობას [პროცესში] და [ჩვენ] არ გამოვცხადდით. მე უშუალოდ ვესაუბრე იმ გამომძიებელს, რომელმაც ნიკოს დაურეკა და ვუთხარით, რომ სასამართლოში გამოკითხვაზე მივიდოდით. როგორც ჩანს ნიკო ამის გამო დაისაჯა. იქიდან გამომდინარე, რომ ამ კომუნიკაციიდან რამდენიმე საათში, ის დააკავეს კოსტავაზე, სტამბის წინ. მას უხსენეს ის, თუ რატომ არ გამოცხადდა, როდესაც გამომძიებელმა გამოკითხვაზე დაიბარა, რატომ აწვალებდა და აი, ახლა სხვა ფორმით მიიყვანდნენ მას უკვე სამმართველოს შენობაში.

მის მიმართ მოხდა სრულიად აბსურდული, შაბლონად ქცეული მუხლებით ოქმის შედგენა, რაზეც ცხადია, ნიკოს ხელი არ მოუწერია. თითქოს და ის პოლიციას აყენებდა შეურაცხყოფას და წინააღმდეგობას უწევდა, მაშინ, როდესაც საერთოდ პოლიციის თანამშრომლები რომ იყვნენ, მანქანაში ყოფნის დროსაც კი ამის აღქმა, მას არ ჰქონია. მათ არ ეცვათ ფორმები და არც სამსახურებრივი საბუთი წარუდგენიათ იმგვარად, რომ მისთვის ამოკითხვადი ყოფილიყო კონკრეტული პოლიციის თანამშრომლის პოზიცია ან მისი ვინაობა“, – განაცხადა მარიამ პატარიძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g