ბრიტანულ გამოცემასთან, The Telegraph-თან ინტერვიუში მსახიობმა, კევინ სპეისმა, რომელსაც რამდენიმე მამაკაცი სექსუალურ ძალადობაში ადანაშაულებდა, განაცხადა, რომ სკანდალის შემდეგ ის უსახლკაროდ დარჩა.
66 წლის მსახიობის თქმით, ახლა მას ძლივს ჰყოფნის სახსრები ყოველდღიური საჭიროებისთვის და ხშირად ცხოვრობს სასტუმროებში, ან იჯარით იღებს ბინებს Airbnb-ის საშუალებით.
„მუდამ გადაბარგებებში ვარ, ვქირაობ ბინებს, ვმუშაობ იქ, სადაც შესაძლებლობა მაქვს. ფაქტობრივად უსახლკარო ვარ. ჩემმა ხარჯებმა ბოლო შვიდი წლის განმავლობაში ასტრონომიულ ნიშნულს მიაღწია, ხოლო შემოსავალი, თითქმის ნულს გაუტოლდა. ახლა ისევ ვეძებ ნებისმიერ სამუშაოს. ჩემი ნივთები საწყობშია შენახული. იმედი მაქვს, რომ სიტუაცია გაუმჯობესდება და ახალი ცხოვრების დაწყებას შევძლებ“, – განაცხადა მსახიობმა.
ცნობისთვის, სპეისის წინააღმდეგ, სექსუალური ძალადობის ბრალდებით დაახლოებით 20 ადამიანმა შეიტანა სარჩელი. მათ შორის სერიალ, House of Cards-ის მსახიობებმა. ბრალდება არ დადასტურდა, თუმცა სკანდალმა მსახიობის კარიერა სრულად გაანადგურა.
2023 წელს სასამართლომ სპეისი გაამართლა. ბრალდებების შემდეგ მან საჯაროდ აღიარა თავისი სექსუალური ორიენტაცია.
სექსუალურ ძალადობაში ბრალდებული კევინ სპეისი ნაფიცმა მსაჯულებმა უდანაშაულოდ ცნეს
კევინ სპეისის სექსუალური ძალადობის 4 საქმეზე ბრალი წაუყენეს
ვანესა რედგრეივი კევინ სპეისისთან ერთად ფილმში მონაწილეობაზე უარს ამბობს

