LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სამშაბათს 1 500 ტონა, ხუთშაბათს კი 2 000 ტონა შაქარი შემოდის – ქვეყანაში მარაგები არის: გიორგი ხანიშვილი

629
ზზზ

„სამშაბათს გემი იცლება, რომელზეც 1 500 ტონა შაქარია, ხუთშაბათს კი, რკინიგზით 30 ვაგონი შემოდის 2 000 ტონა შაქრით – ქვეყანაში მარაგები არის“, – ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილემ, გიორგი ხანიშვილმა „პირველი არხის“ეთერში საუბრისას განაცხადა.

„მინდა, საზოგადოება აბსოლუტურად დავამშვიდო, რომ შაქარი მუდმივ რეჟიმში შემოდის და ქვეყანაში მარაგები არის. მარტო თბილისში 400 ტონა შაქარია, მთლიანად ქვეყანაში კი, 1 600 ტონა. სამშაბათს გემი იცლება, რომელზეც 1 500 ტონა შაქარია, ხუთშაბათს კი, რკინიგზით 30 ვაგონი შემოდის 2 000 ტონა შაქრით. ასე რომ, იმდენს შაქარს მოვამარაგებთ, მე მგონი, ამ ადამიანებს მომავალ წლამდე ეყოფა. ფქვილთან დაკავშირებითაც არანაირი საფრთხე არ არსებობდა. პირიქით, წისქვილებს ჭარბი ფქვილი ჰქონდათ, რომელსაც ვერ ყიდდნენ და რეალურად, აღმოჩნდა, რომ უცბად, ძალიან დიდი მოთხოვნა გაჩნდა. ასე რომ, როგორც წესი, ემოცია ცუდი მრჩეველია. მოგეხსენებათ, მაღაზიების მომარაგება მეყსეული საქმე არ არის. დახლები დაიცალა, მაგრამ მაღაზიები ნახევარ საათში უბრალოდ, ვერ მომარაგდება. იმიტომ, რომ ეს არის ლოჯისტიკური პრობლემა და თუ სადმე დღეს შეფერხება გვაქვს, ეს ლოჯისტიკური პრობლემაა, თორემ ქვეყანაში მარაგები ჭარბად არის. მინდა, საქართველოს მოსახლეობა კიდევ ერთხელ დაბეჯითებით დავარწმუნო, რომ მარაგებთან დაკავშირებით არანაირი შეშფოთების საფუძველი არ გვაქვს“, – განაცხადა ხანიშვილმა.

გიორგი ხანიშვილმა ასევე განაცხადა, რომ მოსახლეობის მხრიდან ანალოგიური აჟიოტაჟი და უფრო მეტი საფრთხე იყო 2020 წლის გაზაფხულზე, როდესაც კოვიდპანდემია დაიწყო, მაგრამ როცა საზოგადოებას შესაბამისი ინფორმაცია მიეწოდა, ემოციები მაშინაც ორ-სამ დღეში ჩაცხრა.

„ახლაც, ვფიქრობთ, რომ ემოციები უკვე დამცხრალია და არანაირ პრობლემას არ ველოდებით“, – განაცხადა ხანიშვილმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g