“მიუხედავად სპეციალურად გამოყოფილი ადგილისა, მშენებლები სამშენებლო ნარჩენებს სხვადასხვა, აკრძალულ ადგილებში ყრიან და ეს დიდი პრობლემაა” – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა და ახალი კანონპროექტი წარადგინა, რომლის მიხედვითაც, სამშენებლო ნარჩენების დაყრის შემთვევაში ჯარიმები საგრძნობლად გაიზრდება.
კანონპროექტის ძალაში შესვლის შემდეგ:
1 კუბურ მეტრამდე სამშენებლო და ინერტული ნარჩენების დაყრის შემთხვეევაში ფიზიკურ პირს ჯარიმის სახით 200 ლარის ნაცვლად უკვე 1000 ლარის გადახდა მოუწევს, იურიდიულ პირს კი 500 ლარის ნაცვლად 3000 ლარის.
1-დან 10 კუბური მეტრი ფართობის ადგილზე ნარჩენების დაყრის შემთხვევაში ფიზიკურ პირს 500 ლარის ნაცვლად 3000 ლარის, ხოლო იურიდიულ პირს 1500 ნაცვლად 6000 ლარის გადახდა მოუწევს.
10-დან 50 კუბურ მეტრამდე გართობის ტერიტორიაზე დაყრის შემთხვევაში ფიზიკურ პირს 10 000 ლარის ოდენობის ჯარიმა დაეკისრება ხოლო იურიდიულ პირს 30 000.
50 ან მეტ კუბურ მეტრზე ნარჩენები დაყრის შემთხვევაში კი ფიზიკური პირი ვალდებული იქნება 30 000 ლარის ოდენობის ჯარიმა გადაიხადოს, ხოლო იურიდიული პირი 50 000 ლარის ოდენობის.

დედაქალაქის მერმა ასევე სამედიცინო ნარჩენების საყოფაცხოვრებო ნარჩენების ურნაში მოთავსების თემაზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ ეს ეპიდემიის გავრცელების პირველწყაროა. ამ შემთხვევაში ჯარიმა ფიზიკურის პირისთვის 12-ჯერ გაიზრდება და ამიერიდან 400 ლარის ნაცვლად 5000 ლარი იქნება, ხოლო იურიდიულ პირი 1000 ლარის ნაცვლად 10 000 ლარით დაჯარიმდება.

სხდომაზე კალაძემ ასევე აღნიშნა, რომ წინა წელთან შედარებით დედაქალაქის ბიუჯეტი 125 მილიონით გაიზარდა და მილიარდ 200 მილიონი ლარია. გადაწყვეტილება ქვეყნის პრემიერ მინისტრთან, გიორგი გახარიასთან და ფინანსთა მინისტრთან კონსულტაციების შემდეგ მიიღეს. კალაძის თქმით, გაზრდილი ბიუჯეტი დედაქალქის მერიას თბილისელებისთვის მეტი საჭირო პროექტის განხორციელების შესაძლებლობას მისცემს.
