LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“სამშობლოდან თქვენი თაობის დანატოვარ კორუფციას და უსამართლობას გავექეცი” – ნანა გეგეჭკორი

2093
126477838-729085944375724-3716065402673565994-o
საქართველო ჩემი სამშობლოც ისევეა როგორც თქვენი…
სამშობლოდან თქვენი თაობის დანატოვარ კორუფციას და უსამართლობას გავექეცი თავის დროზე. ბევრისგან განსხვავებით, საქართველოსთვის არასდროს არაფერი მითხოვია, პირიქით ჩემი შვილების ლუკმას ვუყოფ იქ დარჩენილ გაღატაკებულ ოჯახის წევრებსა თუ ახლობელ მეგობრებს. ამ ძნელბედობის ჟამს ვცდილობ ცოდნით და გამოცდილებით შევეხიდო იმ ადამიანებს ვინც სათანადო სამედიცინო დახმარებას ვერ ღებულობს, მხოლოდ იმიტომ, რომ გავლენიანი პატრონი არ ჰყავს, ვერ მიდგება მოდგება და ვერ იპოვის ადგილს ჰოსპიტალში… მათი პრობლემები ჩემი და უამრავი, ჩემსავით უცხოეთში გადახვეწილი ქართველი ექიმის ყოველდიურობა გახდა…
რაც შეეხება შეცდომებს და პრობლემებს, ამაზე შუაგულ ომში არ საუბრობენ, მაგრამ ესეც ჩაივლის და ანალიზის დროც აუცილებლად დადგება…” -ამ ტექსტით ეხმაურება, უცხოეთში მოღვაწე, ქართველი ექიმი ნანა გეგეჭკორი თენგიზ ცერცვაძის განცხადებას.
ცენტრალური ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი თენგიზ ცერცვაძე “პალიტრანიუსის” ეთერში უცხოეთში მოღვაწე ქართველი ექიმების კრიტიკას პასუხობს და მოუწოდებს მათ, მიხედონ იმ ქვეყნებს, რომლებშიც მოღვაწეობენ.

“ის, რომ ქართველი ექიმები უცხოეთში მოღვაწეობენ, არ ნიშნავს, რომ არ არიან ოპონენტები. ისინი სწორედ, უმრავლეს შემთხვევაში, ოპონენტები არიან. და მეორე, იმას არ ნიშნავს, რომ მათი ნათქვამი ჭეშმარიტებაა. მე ძალიან ხშირად მიხდება პოლემიკა უცხოეთში მოღვაწე ექიმებთან და ჯერ პირად პოლემიკაში ვერავინ დამისაბუთა, რომ ჩვენ დავუშვით რაიმე შეცდომა, ან არასწორად ვმართავთ კოვიდს“, – ამბობს ცერცვაძე. 

ცენტრალური ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი მოუწოდებს უცხოეთში მოღვაწე ქართველ ექიმებს, მიხედონ “თავიანთ ქვეყანას”, რადგან, მისი თქმით, ამ ქვეყნებში კოვიდპანდემიის მართვის მიმართულებით გაცილებით უარესი მდგომარეობაა, ვიდრე საქართველოში. 

“მე როდესაც ვაძლევ განმარტებებს, ვერანაირ კონკრეტულ ნაკლს ჩვენ მიერ კოვიდის კლინიკურ მართვაში ვერ ამბობენ და მე მათთვის მომყავს მაგალითი: მიხედეთ ყველამ თქვენს ქვეყანას, რომელშიც საქმიანობთ. ყველა ის ქვეყანა, რომელშიც ეს ქართველი ექიმები მოღვაწეობენ, გაცილებით უარესი მდგომარეობაა, ვიდრე საქართველოში”, – ამბობს ცერცვაძე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g