LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Samsung Galaxy A8 ოფიციალურად გამოვიდა

110

Samsung Galaxy A8-ს პრეზენტაცია ოფიციალურად შედგა. დევაისი აღჭურვილია 5,7 დიუიმიანი ეკრანით, Super AMOLED-ეკრანით, რომელსაც ფუნქცია Always On Display აქვს გააქტიურებული, ისევე, როგორც მის წინამორბედს, Galaxy S7-ს და სასარგებლო ინფორმაცია მუდმივად ეკრანზე აისახება.

სმარტფონს თითის ანბაბეჭდი და მეტალის კორპუსი აქვს და ის Android 6.0.1 Marshmallow-ის სისტემაზე მუშაობს. გაჯეტს 8 ბირთვიანი პროცესორი, 3 გიგაბაიტიანი ოპერატიული მეხსიერება და ორი კამერა აქვს: ფრონტალური 5 მეგაპიქსელიანი და ძირითადი – 16 მეგაპიქსელიანი.

სმარტფონის კორპუსი საკმაოდ თხელი, 7,2 მილიმეტრი სისქისაა. გაჯეტი 182 გრამს იწონის. სამხრეთ კორეაში მისი გაყიდვები უკვე დაიწყო. Samsung Galaxy A8-ს საშუალო ფასი 580 ამერიკული დოლარი იქნება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები